პროექტებით სწავლება
Sunday, March 13, 2016
მეცხრე დღე
დღეს თითოეულმა ჩვენგანმა გავაკეთეთ პრეზენტაცია, ყველას ნაშრომი ძალიან საინტერესო იყო. დღევანდელმა დღემ კიდევ ერთხელ დამარწმუნა პროექტებით სწავლების აუცილებლობაში, გარდა ამისა, ეს დღე იმით იყო მნიშვნელოვანი, რომ უკეთ დავხელოვნდი იმაში, თუ როგორ უნდა წარვადგინო ჩემი ნაშრომი აუდიტორიის წინაშე.
Saturday, March 12, 2016
მერვე დღე
დღეს შევქმენით მოსწავლის დამხმარე რესურსი, შემდეგ კი ვისწავლეთ პორტფოლიოს ატვირთვა ჩვენს გვერდზე და გამოვაქვეყნეთ. კიდევ ერთი ნაყოფიერი დღე დამთავრდა.
Tuesday, March 8, 2016
მეშვიდე დღე
ძალინ შრომატევადი დღე იყო. დაწვრილებით დავწერე პროექტის განვითარების პროცედურები.ვიმუშავეთ დიფერენცირებული სწავლების შესახებ, რაც ძალიან გამომადგება
Sunday, March 6, 2016
მეექვსე დღე
დავასრულე მოსწავლის სავარაუდო ნაშრომი, ეს კი მომცემს საშუალებას პროექტზე მუშაობისას განვსაზღვრო მომავალი გეგმები და ამოცანები. ვიმუშავე შეფასების რუბრიკაზე, ეს კი გამომადგება წერითი ნამუშევრების შეფასებისას, თითქმის ყოველთვის. გავეცანი ძალიან საინტერესო შეფასების სქემებს.
Saturday, March 5, 2016
მეხუთე დღე
დღეს შევისწავლეთ ბლოგის ფონის შეცვლა, სურათების დამატება და გადანაცვლება,ვისწავლეთ საავტორო უფლებები, დავიწყეთ მოსწავლის პროექტის ნიმუშზე მუშაობა. დავიღალე!!!
Subscribe to:
Posts (Atom)