Sunday, February 28, 2016

მეოთხე დღე

დღე იყო ძალიან ნაყოფიერი და დამღლელიც. დეტალურად გავეცანი და შევისწავლე შეფასების რუბრიკა. ვიმუშავეთ მიმართულების მიმცემ კითხვებზე, რაც განსაკუთრებით მომეწონა.

Saturday, February 27, 2016

მესამე დღე

დღე იყო შრომატევადი, მაგრამ ძალიან ნაყოფიერი. იმედი მაქვს, რომ შევძლებ მოსწავლისა და მშობლის დარწმუნებას იმაში, რომ სასწავლო პროექტში მონაწილეობის მიღება აუცილებელია, ამაში კი დამეხმარება ის ბუკლეტი, რომლის შექმნაც დღეს ვისწავლე.

Sunday, February 21, 2016

მეორე დღე

დღე იყო ძალიან ნაყოფიერი, გავეცანი საუკეთესო პროექტებს, მოვისმინე ბევრი საინტერესო ინფორმაცია პროექტებით სწავლების შესახებ, რამაც კიდევ ერთხელ დამარწმუნა,ამ ტიპის სწავლების დიდ დიდ უპირატესობაში.

Saturday, February 20, 2016

პირველი დღე

დღეს მივიღე ზოგადი ინფორმაცია პროექტებით სწავლების შესახებ.გავეცანი ოცდამეერთე საუკუნის უნარ-ჩვევების დოკუმენტს, რისი ღრმად შესწავლაც დამეხმარება, რომ მოსწავლეებს განვუვითარო ის უნარები, რომლებიც აუცილებელია. ესენია: ანალიზის, სინთეზის, კომუნიკაციის და სხვა საჭირო უნარ-ჩვევები.